2025 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• პრომეთეს მღვიმეს

• მარტვილის კანიონს

• სათაფლიას

• წალკის კანიონს

• მტირალას ეროვნულ პარკს

აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიზიტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მარტივ და კომფორტულ მოგზაურობასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

მიმდინარე წელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ეროვნული პარკის, ასევე ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტები. აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ვიზიტორებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მცირე ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.