მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი ჯერ არ დასრულებულა, ბევრი მოგზაური უკვე გეგმავს სად წავიდეს მომავალ წელს. მათი ამოცანის გასაადვილებლად, ბევრი პოპულარული სამოგზაურო გამოცემა ასახელებს საუკეთესო ადგილებს, რომლებიც 2024 წელს უნდა მოინახულოთ. მაგალითად Lonely Planet-მა და National Geographic-მა უკვე წარმოადგინეს თავიანთი სიები.

ახლა ჟურნალმა Travel + Leisure-მა წარმოადგინა თავისი ტოპ 50 ტურისტული ადგილი მსოფლიოში, სადაც მომავალ წელს უნდა დაისვენოთ.

სხვა საკითხებთან ერთად, ტურისტების ყურადღება მიიპყრო მიმართულებებმა, სადაც საუკეთესო პირობებია სანაპიროზე დასასვენებლად.

1. კუნძული ანა მარია - ფლორიდა, აშშ

2. ამალფის სანაპირო - იტალია

3. კოსტა რიკა

4. დომინიკა

5. კუნძული ჰავაი - აშშ

6. ლოს კაბოსი - მექსიკა

7. მაიორკა - ესპანეთი.

კულტურული შთაბეჭდილებებისთვის ტურისტებს ურჩევენ, წავიდნენ ქალაქებში ოლბორგში (დანია), კარტახენაში (კოლუმბია), ტალინში (ესტონეთი) და ვარშავაში (პოლონეთი), ხოლო გასტროტურისტებს ურჩევენ წასვლას ავსტრიის სოფლებში, სონომას ოლქში (კალიფორნია, აშშ) და ქალაქ მერიდაში (მექსიკა).