2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ი კვირის მიმოხილვაში წერს.
ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 9.2%-იანმა ზრდამ განაპირობა (77.4% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 8.8%-ით შემცირდა. ამასთან, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლება 1.1 მლრდ აშშ დოლარი (+9.8% წ/წ) შეადგინა აღნიშნულ პერიოდში.
2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (24.1% წილი ჯამურ ვიზიტებში), რუსეთიდან (20.4% წილი) და სომხეთიდან (12.8% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (61.8%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (37.6%-იანი წილი).
ჯამურად, 2023 წლის I ნახევარში საქართველომ 2.7 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები იყო 2.1 მლნ (2019 წლის I ნახევრის 99.8%), ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 0.6 მლნ შეადგინა (2019 წლის I ნახევრის 51.2%). შედეგად, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა 2024 წლის I ნახევარში.
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.