2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.