იაპონური კორპორაცია Yahoo! ამოწმებს სისტემას, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს განახორციელონ შესყიდვები საბანკო ბარათების ან სმარტფონების გარეშე - სახის ამოცნობის გამოყენებით. ამის შესახებ NHK იუწყება.
Yahoo! სერვისის ტესტირება ტოკიოს ერთ-ერთ მაღაზიაში დაიწყო, რომელიც სასურსათო და ყოველდღიური საქონელს ყიდის.
მომხმარებლები საკუთარ ფოტოს საიტზე სმარტფონის საშუალებით არეგისტრირებენ და პირად ანგარიშს უნაღდო გადახდის სერვისს უკავშირებენ.
ყიდვისას საქონლის შტრიხკოდებს ასკანერებენ, შემდეგ კი ამომცნობ მოწყობილობას სახეებს აჩვენებენ. როდესაც დასკანერებული სურათი რეგისტრირებულ ფოტოს ემთხვევა, სისტემა გადახდას ამტკიცებს.
კომპანია გეგმავს გააგრძელოს ტექნოლოგიის გაუმჯობესება მაღაზიებსა და სუპერმარკეტების ქსელებში მისი დანერგვის გზით.
Yahoo!-ში იმედოვნებენ, რომ ახალი გადახდის სისტემის დანერგვა იაპონიის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში მუშახელის დეფიციტის დაძლევას შეუწყობს ხელს.