აბა, დაფიქრდით, რამდენი მოგონება გაკავშირებთ თქვენს ძველ მანქანასთან? და გადასამუშავებლად გაიმეტებდით? შესაძლოა, ეს იდეა მოგონებების განადგურებას უტოლდებოდეს თქვენთვის, მაგრამ ასე არ ხდება Volkswagen Group France-ისა და Derichebourg Environnement-ის კამპანიაში.

მსოფლიო ე. წ. მანქანების სასაფლაოებიდან რომ გაათავისუფლონ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტეს მანქანების გადამუშავების საკითხზე და კამპანია Car Paradise-ს სახელით გაგვაცნეს. არ გეგონოთ, რომ სათქმელს სენტიმენტალურად გადმოგვცემენ, პირიქით, ამას შავ იუმორს ამჯობინებენ და მხიარული ჰანგების ფონზე ძველი Golf Z-ის დაშლის სასტიკ კადრებს გვაჩვენებენ:

ჩვენი ერთგულება მბრუნავი ეკონომიკის მიმართ სიახლე არ გახლავთ, ეს ჩვენი სტრატეგიის ცენტრშია 1997 წლიდან. ახლა კი Derichebourg-თან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, უფრო შორს წავიდეთ, მანქანის სიცოცხლის დასასრული ღირებულ რესურსად ვაქციოთ და მოვუწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს გადამუშავებისკენ, — ამბობს აიმერიკ ჯობელოტი, ვოლკსვაგენიდან.

კამპანიაზე DDB France-მა იმუშავა.

marketer.ge