ენის შემსწავლელმა პოპულარულმა აპმა ,,Duolingo’’-მ დასაქმებულთა 10% ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა. გასული წლის ბოლოს Duolingo-მ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა კონტრაქტები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც თარგმანზე მუშაობდნენ და წერის გაკვეთილებს ატარებდნენ. მათი დავალებები ხელოვნურ ინტელექტს გადაეცა. კომპანიაში სჯერათ, რომ AI-ს ადამიანებზე უკეთ შეუძლია ასწავლოს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტი სწავლის ახალ შესაძლებლობებს გახსნის, რითაც მაღალი ხარისხის განათლება უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის საბოლოო მიზანია შექმნას ავტომატური AI, რომელსაც ნებისმიერისთვის უცხო ენის შესწავლა შეეძლება.

 

სექტემბრის ბოლოს, Duolingo-წარადგინა პირველი შედეგი, რასაც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მასწავლებლის შექმნაში მიაღწია. აპს დაემატა ინტერაქციული ფუნქცია, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვიდეო ზარებში ლილისთან, Duolingo-ერთ-ერთ პერსონაჟთან. ლილისთან ლაპარაკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააძლიეროს სხვა ენებზე საუბრის უნარები. Duolingo-აღნიშნული ფუნქციის გამოყენება თვეში $30 ღირს. აპს აქვს კიდევ ერთი ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე დანამატი - მინი თამაში ,,Adventures’’, რომელიც მომხმარებელს ინტერაქციულ სიტუაციებში ახვედრებს, რითაც ისინი ენობრივ უნარებს სწავლობენ.

აპლიკაციაში ახალი ფუნქციების დამატება შესაძლებელი გახდა AI ინსტრუმენტების წყალობით, რომლებზეც კომპანიამ მუშაობა გასულ წელს დაიწყო. Duolingo-ში AI ფუნქციების დანერგვამ კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდა გამოიწვია. თითქმის 104 მილიონი მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ყოველთვიურად უცხო ენის, მათემატიკისა და მუსიკის შესასწავლად. რაც 40%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. კომპანიის შემოსავალმა გასულ კვარტალში 178,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.