კომუნიკაციის გარეშე, მარტოხელა თუთიყუშები თავს ისევე ცუდად გრძნობდნენ, როგორც ადამიანები. ამის შესახებ BBC წერს.

ბოსტონის Northeastern University-სა და შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეეძლოთ თუ არა ფრინველებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ვიდეო ზარის საშუალებით დაემყარებინათ, რათა მათთვის საჭირო გონებრივი სტიმულაციის დოზა მიეღოთ.

კვლევის მიმდინარეობისას თუთიყუშების მფლობელებმა მათ ზარები დაუკიდეს და მიანიშნეს,  რომ თუ ჩიტი ზარს დარეკდა, მას ტაბლეტის ეკრანს აჩვენებდნენ.

როგორც კი თუთიყუშებმა ვიდეო ზარებში „ჩართვა ისწავლეს“, მათ დაიწყეს საყვარელი თანამოსაუბრეების არჩევა, ეკრანზე ავატარებს  ნისკარტებს უსვამდნენ, დაიწყეს ერთად სიმღერა, ბუმბულის გაწმენდა და ამავდროულად ერთმანეთის ჩვევების ათვისებაც.

ზოგიერთმა ეკრანის ყურებისას ერთდროულად დაიძინა კიდეც, ზოგი კი კამერას მოშორდა რაღაცის ასაღებად და შემდეგ დაბრუნდა, რომ ის თანამოსაუბრისთვის ეჩვენებინა.

თუთიყუშების მონაწილეობით გადაღებული ათასობით საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალის გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ თუთიყუშებში ვიდეოზარებით მიღებული დადებითი ეფექტი აშკარაა.