თეთრმა სახლმა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერების მიერ ხელმოწერილი „White House Accord on Super Intelligence“ გამოაქვეყნა. დოკუმენტი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებასა და კომპანიების თვითრეგულირებას ეხება.
შეთანხმება AI-კომპანიებისთვის უსაფრთხოების კონტროლის ოთხ ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს: მოდელების მუდმივ მონიტორინგს, შიდა კონტროლის გუნდის შექმნას, დამოუკიდებელი გარე აუდიტის ჩატარებასა და დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ ზედამხედველობას.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები რეგულარულად ითანამშრომლებენ AI-ის უსაფრთხოების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებაზე. მომავალში აღნიშნული პრინციპების კანონებსა და რეგულაციებში ასახვაც განიხილება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ილონ მასკმა, მარკ ცუკერბერგმა, ჯენსენ ჰუანგმა, დარიო ამოდეიმ, სუნდარ პიჩაიმ და გრეგ ბროკმანმა.
ტრამპმა დოკუმენტს AI-ის სფეროში ერთგვარი „თვითკონტროლის“ მექანიზმი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერობის შენარჩუნებას გეგმავს.