ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა, Tesla-მ, ჩინეთში Model S-ისა და Model X-ის შეკვეთები დროებით შეაჩერა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილან მასკმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები 145%-მდე გაზარდა, ანუ, Tesla-ს მიერ შეკვეთების შეჩერება აშშ-ჩინეთის „სატარიფო ომის“ გავლენის ერთ-ერთი ნიშანია.
სხვათა შორის, მასკი წლებია, ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანა ლითიუმის ბატარეებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
2024 წელს ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები რეკორდულ მაჩვენებელს – 657,000 ავტომობილს გაუტოლდა.
ცნობისთვის, Model S და Model X ელექტრომობილების მწარმოებლის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ მცირე, დაახლოებით 5%-ს შეადგეს. ამერიკული კომპანიის შემოსავლის ძირითადი ნაწილი კი უფრო ხელმისაწვდომ Model 3 და Model Y მოდელებზე მოდის.
ახალმა ტარიფებმა უარყოფითი რეზონანსი ჰპოვა ავტომწარმოებლის აქციების ღირებულებაზე. დეკემბერთან შედარებით მათი ფასი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.
მასკი ახლა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს. ის ტარიფების ზრდის წინააღმდეგია. ილან მასკმა ტრამპის სავაჭრო მრჩეველი პიტერ ნავარო ამის გამო სოციალურ ქსელ X-ზე რამდენჯერმე გააკრიტიკა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპს ტარიფების გაუქმება გასულ უქმეებზე პირადადაც სთხოვა.