სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში პირველად ელექტროენერგიის მოთხოვნილებას მზის ენერგია სრულად დაფარავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია daily sabah-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, აეროპორტის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ენერგიას მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომელიც ესქიშეჰირის პროვინციაში 3 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება.

ესქიშეჰირის ახალი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 199.32 მეგავატი იქნება, ხოლო პროდუქტიულობა წელიწადში 340 მილიონ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რასაც მთლიანობაში დასამონტაჟებლად დაგეგმილი 439 ათასი ფოტოელექტრული პანელი უზრუნველყოფს.

212 მლნ ევროს ღირებულების მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.