ფინეთმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, შექმნა დრონები, რომლებიც დაეხმარებიან ტყის ხანძრების ძიებას და მონიტორინგს გაუწევენ მის გავრცელებას.

ხელოვნური ინტელექტის მქონე ავტონომიური დრონები აღჭურვილია სხვადასხვა კამერით, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძებნონ კვამლი და ცეცხლი, რომლის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს უსწრაფესად გზავნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

სურათები ავტომატურად იგზავნება სპეციალურ სერვერზე, რომლიდანაც დაიტანება რუკაზე. 

ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილია ტყის ხანძრის გავრცელების წინასწარ პროგნოზში. ამას მოწყობილობა ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. 

დრონებს შეუძლიათ იმუშაონ სუსტი ინტერნეტდაფარვის ადგილებშიც, რადგან ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია სახმელეთო სადგურის ქსელთან, რითაც უზრუნველყოფს სიგნალს ყველა ახლომდებარე მოწყობილობაზე.

შეგახსენებთ, ფინეთის კანონმდებლობით, ქვეყანაში აკრძალულია ავტონომიური დრონების ფრენა. თუმცა, მოწყობილობის დეველოპერები ელიან, რომ კანონმდებლები გააუქმებენ ამ შეზღუდვას და დრონები უახლოეს მომავალში დაიწყებენ მონიტორინგს.

სხვათა შორის, ქვეყნები დიდი ხანია იყენებენ დრონებს სხვადასხვა სერვისებისთვის. მაგალითად, მადრიდის კანალიზაციაში სწორედ დრონები ეძებენ ბზარებს და სხვა დეფექტებს, რამაც შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს მილსადენები.