ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, გადამოწმებული და სანდო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ახალი ამბების ნახვა, ქართულ ენაზე უკვე შესაძლებელია, – AINews.ge “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” პროექტია, რომელიც ქართველ დეველოპერებთან კოლაბორაციით შეიქმნა.
ამ პლატფორმაზე თქვენ ნახავთ, ხელოვნური ინტელექტის მიერ, მსოფლიოს ყველაზე სანდო და პოპულარულ მედიებზე დაყრდნობით მომზადებულ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ მედია პროდუქტს.
“პლატფორმის ღრუბელი, რომელსაც აქვს უნარი ათეულობით რესპექტაბელურ, აღიარებულ საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით ქართულად შექმნას და თავი მოუყაროს შეუმცდარ, არამანიპულირებად მედიაპუბლიკაციებს, ხელმისაწვდომი იქნება პარტნიორი რეგიონული მედიებისთვის, რაც დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და რა გზითაც AI News-ის მასალებს მათ მედიასაშუალებებზეც ნახავთ. თავად AINews.ge-ს ღია გვერდები, ვებსა და სოც მედიებში ოპერატიულად მოგაწვდით ამბებს ყველა სფეროდან, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ,” – ნათია კუპრაშვილი, პლატფორმის ავტორი და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.
JRC არის ათეულობით წლების გამოცდილების ორგანიზაცია, რომელმაც 2024 წელს პირველმა უმასპინძლა საერთაშორისო მედიასკოლას ,,AI ნიუსრუმში”. JRC ამასთან არის შემქმნელი და მფლობელი რეგიონული მედიის აუდიტორიის AI მთვლელის – AIUDIENCER.
შეგახსენებთ, პლატფორმა შეიქმნა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორის ნათია კუპრაშვილის, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის, SUPERNOVA-სა და Art Center-ის თანამშრომლობით.
AINews საჯაროდ ხელმისაწვდომი ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, 21 მარტს გახდა.
წყარო: "აგროგარემო TV"