საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. Euronews-ის ინფორმაციით, Normandie Hydroliennes-ის პროექტი - NH1 - ოთხი ელექტროსადგურის გამოყენებით, ევროპის უძლიერეს მოქცევის ნაკადს განახლებადი ენერგიის წყაროდ აქცევს.
NH1 ელექტროსადგური ევროკავშირისგან €31.3 მილიონიანი გრანტით, Cap de la Hague-ს სანაპიროდან 3 კილომეტრის დაშორებით, მინიმუმ 38 მეტრის სიღრმეზე განთავსდება და ელექტროენერგიის გამომუშავებას 2028 წლიდან დაიწყებს. ელექტროსადგურს საათში 15-დან 18 ტერავატამდე ენერგიის წარმოება შეეძლება, რითაც 8 მილიონ ადამიანს მოამარაგებს. კონსტრუქციის კომპონენტთა 80% საფრანგეთში იწარმოება, სადაც Normandine Hydroliennes-ი 400-მდე სამუშაო ადგილის შექმნის პირობას იძლევა.
ეს ერთ-ერთია იმ ათეულობით პროექტიდან, რომლებმაც ევროკავშირის ინოვაციების ფონდიდან €4.8 მილიარდი ევროს დაფინანსება მიიღეს. ფონდს ევროკავშირის ემისიების გაცვლის სისტემიდან მიღებული შემოსავალი ავსებს, რადგან სისტემაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან, გამოყოფილი ნახშირბადის ემისიების გამო ფინანსური კონტრიბუცია გაიღონ.
წყალქვეშა ელექტროსადგური საზღვაო ნავიგაციასა და წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს არ შეუქმნის.