გლობალურად 5.35 მილიარდი ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია - ეს პლანეტის მოსახლეობის 66%-ია. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.6 მილიარდს მიაღწია, რაც გლობალური მოსახლეობის თითქმის 70%-ია.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ We Are Social მსოფლიოს 52 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები შეისწავლა და დაადგინა, სად ღირს 1 GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი.
როგორც აღმოჩნდა, მობილური ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე ძვირი, 1GB-ზე $7.29 შვეიცარიის მოქალაქეებს უჯდებათ. ყველაზე იაფი კი ეს პროდუქტი ისრაელში ღირს, სადაც 1 000 MB მობილური ინტერნეტი სულ რაღაც $0.02 ჯდება. We are social განმარტავს, რომ ისრაელის მოსახლეობის 3/4 სმარტფონის მომხმარებელია, რის ფონზეც სერვისის პროვაიდერებს შორის კონკურენცია მაღალი, ფასები კი, შესაბამისად, დაბალია.
1GB ინტერნეტის საშუალო ფასი, გლობალურად, $2.59-ია. აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში მობილური ინტერნეტი გლობალურ საშუალოზე იაფია.
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირია:
- შვეიცარია - $7.29
- აშშ - $6.00
- ახალი ზელანდია - $5.89
- კანადა - $5.37
- სამხრეთ კორეა - $5.01
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $4.6
- ნორვეგია - $4.07
- იაპონია - $3.48
- ჩეხეთი - $3.12
- საბერძნეთი - $2.79
TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფია:
- ისრაელი - $0.02
- იტალია - $0.09
- ინდოეთი - $0.09
- საფრანგეთი - $0.16
- კოლუმბია - $.2
- რუსეთი - $0.25
- ინდონეზია - $0.28
- მალაიზია - $0.28
- ვიეტნამი - $0.28
- პოლონეთი - $0.28
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა We Are Social-ის კვლევაში არ მოხვედრილა, თუმცა Cable.co.uk-ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტი, საშუალოდ, $1.91, დაახლოებით, ₾5.2 ჯდება.
წყარო: bm.ge