"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობას". - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ყოველკვირეულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ მოსკოვის შესაძლებლობები კოსმოსში ამჟამად მოძველებულია და არ შეესაბამება დასავლეთის დონეს.
"ამიტომ კოსმოსში ბირთვული იარაღის შექმნა არის გზა რუსეთისთვის, რომ გააძლიეროს თავისი პოტენციალი. ეს არის სერიოზული შეშფოთების საგანი და წარმოადგენს 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულების დარღვევას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
წყარო: tvpirveli.ge