მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადამიანებს შეუძლიათ წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნახვა საკუთარი სახლიდანვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი 3D ასლით, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში.

ეს ასლი ვატიკანისა და მაიკროსოფტის კორპორაციამ ერთობლივად დაამზადეს ცნობილი ტაძრის 400 000 ფოტოზე დაყრდნობით. გუნდმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა გააერთიანოს ისინი ყოვლისმომცველ 3D მოდელში.

სამი კვირა დასჭირდა ტაძრის გადაღებას დრონების, კამერებისა და ლაზერების გამოყენებით. შეგროვებული მონაცემების მოცულობა იყო თითქმის 22 პეტაბაიტი, რაც უდრის ხუთი მილიონი DVD-ის მეხსიერებას.

ამის შედეგად წმინდა პეტრეს ცხოვრებისა და ტაძრის ისტორიისადმი მიძღვნილ ტურებზე ონლაინ დასწრება ხდება შესაძლებელი. ასევე შესაძლებელი ხდება ვირტუალურად ტაძრის ნებისმიერი ნაწილის მონახულება და დათვალიერება.

3D რეპლიკა შეიცავს ტაძრის ყველა კუთხეს, მათ შორის ნაწილებს, რომლებსაც საზოგადოება იშვიათად ხედავს, როგორიცაა პაპის სამარხები ან გუმბათის მოზაიკა.


წმინდა პეტრეს მშენებლობა 1506 წელს დაიწყო და, 109 წლის შემდეგ, 1615 წელს დასრულდა. მის შექმნაზე მუშაობდა დიდი ოსტატების რამდენიმე თაობა - მაგალითად, რაფაელი, მიქელანჯელო, ბერნინი.

სხვათა შორის, ძველი რომის ქუჩებში ვირტუალურად სასეირნოდ ვირტუალური რეალობის სათვალეების მორგებაც საკმარისია. 14 კილომეტრიანი მარშრუტი, რომელშიც 7000 სხვადასხვა შენობა და ნაგებობაა წარმოდგენილი, მომხმარებლებს აცნობს რომს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 320 წელს. შედარებისთვის, "სიარულისას" ონლაინტურისტს შეუძლია გადავიდეს ძველი რომის ნაშთების თანამედროვე ხედზეც, ნახონ ძველი რომი, მოინახულონ მაქსენტიუსის ბაზილიკა.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები ახლა ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში და 2017 წელს ვენეციის ფესტივალზე პირველად ჩაერთო VR ფილმების სპეციალური კონკურსი.