რობოტმა ქიმიკოსმა ახალ ექსპერიმენტში მოლეკულა აღმოაჩინა, რომელიც მარსზე ჟანგბადს ქმნის. ჟურნალ Nature Synthesis-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა რობოტს მარსიდან მეტეორიტებზე კვლევის ჩატარება ასწავლეს. შედეგად, რობოტმა მოახდინა ნაერთების სინთეზირება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლისგან ჟანგბადის წარმოებისთვის წითელ პლანეტაზე, - წერს Space.

მარსზე ასტრონავტებს ჟანგბადი დასჭირდებათ არა მხოლოდ სუნთქვისთვის, არამედ სარაკეტო საწვავის შესაქმნელად. მარსისთვის საჭირო რაოდენობით ჟანგბადის მიწოდება ძალიან ძვირი ამოცანაა. ამიტომ, მეცნიერები მარსის რესურსებიდან ჟანგბადის შექმნის გზებს ეძებენ.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ მარსი შეიცავს უამრავ ყინულს და მისი დადნობით შეგიძლიათ მიიღოთ წყალი, ხოლო თუ წყალს „დავშლით“, მისგან მიიღებთ ჟანგბადსა და წყალბადს. მაგრამ ეს მოითხოვს კატალიზატორებს, ანუ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ წყლის მოლეკულების დაყოფას ჟანგბადისა და წყალბადის მოლეკულებად.

ამ კატალიზატორების შესაქმნელად მეცნიერებმა სპეციალურად გაწვრთნილი რობოტი ქიმიკოსი გამოიყენეს, რომელიც მარსის მეტეორიტებს სწავლობდა. ლაზერის გამოყენებით რობოტმა მარსის მეტეორიტები დაასკანერა და, როგორც კვლევამ აჩვენა, აღმოაჩინა, რომ კლდეებში რკინის, ნიკელის, მანგანუმის, მაგნიუმის, ალუმინის და კალციუმისგან 3,7 მილიონზე მეტი მოლეკულის მიღება შეიძლება.

მეცნიერთა აზრით, ეს კატალიზატორი ეფექტურად ქმნის ჟანგბადს წყლის მოლეკულების გაყოფით. ამ კატალიზატორის შექმნას თვე ნახევარი დასჭირდა, მაშინ როცა ადამიანს არსებული მეთოდების გამოყენებით უკეთესი კატალიზატორის ძებნა დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში მოუწევდა.