პლოვდივში (ბულგარეთი) მიაგნეს ტექნოლოგიურ გზას, როგორ დაიცვან ქალაქის კედლები და ქვის ბორცვები გრაფიტისაგან ნანოტექნოლოგიის გამოყენებით.

2012 წლიდან, კომუნალური მომსახურების მუშაკები ფასადებზე მხატვრობებს ხელით შლიან. ახლა კი დაფარეს პოპულარული ადგილები გერმანიაში შემუშავებული სპეციალური ნანოფილმით, რომლიდანაც ნახატი ადვილად იშლეება წყლის ძლიერი ჭავლით (როგორც მანქანის სამრეცხაოებში) სულ რაღაც რამდენიმე წუთში. ის უხილავია და უძლებს 10-მდე გაწმენდას.

პლოვდივი სიდიდით მეორე ქალაქია ბულგარეთში და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი: ორასამდე შენობას აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი და იმყოფება სახელმწიფო დაცვის ქვეშ.

ევროპის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ თავიანთი ისტორიული მემკვიდრეობის ვანდალებისგან დასაცავად. მაგალითად, იტალიაში დაიწყეს ხუთნიშნა ჯარიმის გამოცემა კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის.