ამ ამბის მოყოლას TBWA/aris-ის ხელმძღვანელ ჯონათან სეროგს მივანდობთ:
„სელებრითებით სავსე კამპანიებთან დაბრუნების ნაცვლად, ბრენდის საკულტო სულისკვეთება საოცნებო, კინემატოგრაფიულ სამყაროში წარმოვიდგინეთ ლეგენდარული სიმღერის თანხლებით, რომელიც Apollo 11-ის მისიას ახლდა BBC-ზე. საგა შევქმენით მინი სერიებით, რომელთაგანაც თითოეული ეპიზოდი პროდუქტის შესახებ სიმართლეს ჰყვება“.
თხრობას Schweppes-ის მარკეტინგის მენეჯერი ნიკოლას პოილოტი აგრძელებს:
„რა არის ჩვენი სტრატეგია? Schweppes ყველაზე სასურველ ბრენდად ვაქციოთ კატეგორიაში ძირითადი აუდიტორიისთვის, რომლებიც 35+ ადამიანები არიან, გზავნილით: Take your time — შთამაგონებელი სლოგანი იდეალურად ესადაგება ჩვენს კომპლექსურ, ინტენსიურ და ცხარე რეცეპტებს… ამ გზავნილის გადმოსაცემად თამამი კამპანია ავირჩიეთ, ამიტომაც მოკლე, რაციონალური რეკლამების საპირისპირო მიდგომას გვთავაზობს. გამორჩეულ ბრიტანულ იუმორს ინარჩუნებს, რომელიც Schweppes-ს განსაზღვრავს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ძლიერი შემოქმედებითი იდეა გვქონდა და ამის მტკიცებულება TBWA/Paris-ის ფილმია, რომლის ბრიფიც 9 თვის წინ შევქმენით“.
Schweppes ყოველთვის იყო უბრალო სასმელზე მეტი, რიტუალია, მომენტი და არჩევანი, რომელიც ახლა განაცხადს მარსზე აკეთებს. ასე კი ტექნოლოგიურ გარღვევასაც გვაჩვენებს — ჰიპერრეალისტური მარსის პეიზაჟის გადასაღებად პირველად გამოიყენეს უახლესი LED ეკრანი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ნულოვანი გრავიტაციის მოძრაობებიც შექმნეს… ხასიათი კი დეივიდ ბოუის Space Oddity-ით შესძინეს. უფრო მეტს თავად ამ ამბის გმირები მოგიყვებიან:
კამპანიაზე, Schweppes-თან ერთად, TBWA/Paris-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.
წყარო: marketer.ge