ჩინეთში გაიმართა ისტორიული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ავტომატურად მოქმედი, სრულად დამოუკიდებელი რობოტები დაუპირისპირდნენ. ღონისძიება, სახელწოდებით RoBoLeague მსოფლიოში პირველი ასეთი ტიპის ჩემპიონატია, სადაც თამაშის ყველა ასპექტს ხელოვნური ინტელექტი მართავდა - სტრატეგიიდან დაწყებული, მოძრაობით დამთავრებული.

მატჩში მონაწილეობდა ოთხი გუნდი, თითოეული სამი რობოტით იყო დაკომპლექტებული. მათ მაღალი სიზუსტის კამერები, სწრაფი რეაგირების სენსორები და პროგრამა AlphaZero-ზე დაფუძნებული ალგორითმები ჰქონდათ, რომელიც მანამდე ჭადრაკსა და გოში ადამიანებს ამარცხებდა. რობოტები ბურთის მდებარეობას 90%-იანი სიზუსტით აფიქსირებდნენ 20 მეტრის მანძილიდან და პასების წინასწარ განსაზღვრაც 85%-იანი წარმატებით გამოსდიოდათ.

თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ვიზუალური შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, არცერთ მონაწილეს, მათ შორის არც არბიტრებს, თეთრი ტანსაცმელი არ ეცვათ. მატჩში არაერთი კურიოზიც მოხდა: ერთ-ერთი რობოტი „დაშავდა“ და მისი მოედნიდან საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

ტურნირში გამარჯვება ადგილობრივმა გუნდმა THU Robotics მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

imedinews.ge