Nissan Motor-ი და Honda Motor-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოწარმოების ერთად დაწყებას განიხილავენ.
როგორც Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოსამ განმარტა, იდეა ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და კონკრეტულ პროექტზე პოზიციები შეჯერებული ჯერ არ არის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იაპონური ავტოინდუსტრიის გიგანტები თანამშრომლობას ცდილობენ.
ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში Honda-მ და Nissan-მა გაერთიანება დაგვიანონსეს, თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ვერც ერთობლივი კომპანია შექმნეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე მზარდ კონკურენციასთან გამკლავებას ამ ფორმით ცდილობენ, რადგან, როგორც ჩანს, ერთადერთ რეალურ გზად საწარმოო სიმძლავრეების გაერთიანებას განიხილავენ.