ნატო-ს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება. ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს, არც აშშ-ში, არც ევროპაში“, – განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავდაცვის ძლიერი ინდუსტრია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაზრდელად.