კლასიკური მარკეტინგული ძაბრი, რომლის გზაც აქამდე ასე ფორმირდებოდა: ცნობადობა → განხილვა → შეძენა, ახლა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს პროცესი შეუქცევადია. მის ნაცვლად გაჩნდა უფრო სწრაფი, უფრო მოქნილი გამოცდილებები. ეს განპირობებულია მომხმარებლებით, რომლებსაც სურთ სრული ნდობა ჰქონდეთ იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებენ.
რა თქმა უნდა, ამ საქმეში თამაშის წესების შემცვლელია AI. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაიკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც ადრე ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებდა.
Google-ში ამ ცვლილებას უშუალოდ ვხედავთ. ჩვენს AI Mode-ში საძიებო მოთხოვნები სულ უფრო გრძელი და კომპლექსური ხდება. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს დროს აღმოჩენასა და გადაწყვეტილებას შორის. მარკეტინგის ლიდერებისთვის კი ეს უბრალოდ ძიების კიდევ ერთი განახლება არ არის, ეს არის ძებნის ქცევის ფუნდამენტური ცვლილება. ადამიანები იყენებენ AI-ს საკუთარი ცხოვრების დასაჩქარებლად და რეკლამის განმთავსებლებმაც ამ ტემპს უნდა აუწყონ ფეხი.
სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ მომხმარებლის ხუთ ახალ ქცევას, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ ძიებას განსაზღვრავს და საჭირო ცოდნაა თქვენი ბიზნესისთვის.
„მინდა ასეთი!“
AI-მ ფიზიკური და ციფრული სამყარო ერთ დიდ შოურუმად აქცია. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ შთაგონებაზე მყისიერად რეაგირება – იქნება ეს ონლაინ ნანახი ნივთი თუ ქუჩაში შემჩნეული დეტალი. ვიზუალური ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Lens და Circle to Search, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიღონ ფოტო რეალური სამყაროდან და მაშინვე იკითხონ: „სად შეიძლება ამის ყიდვა?“ ეს უბრალო დათვალიერება არ არის. მონაცემები ცხადყოფს, რომ Google Lens-ის ყოველი 5 ძიებიდან 1 კომერციულ განზრახვას შეიცავს.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: შუალედი „ვხედავ ამას“-სა და „მინდა ეს“-ს შორის ქრება. თქვენი ბრენდი მზად უნდა იყოს ვიზუალური, მულტიმოდალური მოთხოვნებისთვის.
„დამეხმარე ზუსტად ის ვიპოვო, რაც მჭირდება“
AI Mode-ში ადამიანებს რთული მოთხოვნები პირდაპირ Search-ში შემოაქვთ. დარწმუნებული არიან იმაში, რომ Google-ის AI შეძლებს ნიუანსების დამუშავებას ისე, როგორც ტრადიციული ძიება ადრე ამას ვერ მოახერხებდა. ბუნდოვანი საკვანძო სიტყვების ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, „ლონდონის რესტორნები”, ისინი იყენებენ ბუნებრივ ენას და დეტალურ აღწერას: „რა გავაკეთოთ ლონდონში ამ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად? ძალიან გვიყვარს კარგი საჭმელი, მუსიკა, მაგრამ მშვიდი ატმოსფეროც გვინდა”.
AI Mode ხელმისაწვდომია 40 ენაზე და ჰყავს 75 მილიონზე მეტი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი. უახლესი Gemini მოდელების დახმარებით, ის უკეთ იგებს განზრახვასა და კონტექსტს.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: AI იქცევა პერსონალურ კონსულტანტად, რომელიც ერთ საუბარში აჯამებს ინფორმაციას და ადარებს ვარიანტებს.
„მზად ვარ მეტი გავიგო“
როდესაც მომხმარებლები უფრო დეტალურ კითხვებს სვამენ და სრულ პასუხებს იღებენ Search-ში, საიტებზე გადასული კლიკები ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: AI Overviews-დან მოსული მომხმარებლები უფრო მეტ დროს ატარებენ საიტებზე, რაც მიუთითებს ლიდების უფრო მაღალ ხარისხსა და კონვერტაციას თქვენს ვებზე.
„შეძენამდე დარწმუნება მჭირდება“
თანამედროვე სამომხმარებლო გზა ქაოსურია, თუმცა ნდობა მათი მხრიდან კარგად ჩანს. 2024 წლის კვლევის მიხედვით, YouTube დასახელდა №1 პლატფორმად პროდუქტის მიმოხილვებისა და ინფორმაციისთვის, მათ შორის მილენიალებსა და Gen Z-ში.
ამასთან, სოციალური მედიის მომხმარებელთა 70% იყენებს Google Search-ს, რათა გადაამოწმოს და შეაფასოს სოციალურ ქსელებში ნანახი პროდუქტები. პირველადი დაინტერესების შემდეგ მომხმარებლები კვლავ Search-სა და YouTube-ს უბრუნდებიან ფასების შესადარებლად და ნდობის გასამყარებლად.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: AI Overviews-ში განთავსებული რეკლამა საბოლოო გადაწყვეტილებამდე საუკეთესო საშუალებაა.
„შენ გააკეთე ჩემ მაგივრად“
იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ადამიანები აღარ სვამენ მხოლოდ კითხვებს, ისინი ითხოვენ მოქმედებას. მაგალითად, „კარგი ვეგანური რესტორნების“ ძიების ნაცვლად, მომხმარებელი ამბობს: „მიპოვე დღეს საღამოს 7 საათზე ადგილი ხუთი ადამიანისთვის, ღია სივრცით და მცენარეულ მენიუთი”.
AI სისტემებს უკვე შეუძლიათ მსგავსი, შედეგზე ორიენტირებული ამოცანების შესრულება სხვადასხვა პლატფორმის გადამოწმებით.
და ეს მხოლოდ დასაწყისია. Google-ის სხვა AI აგენტები უკვე ახერხებენ, მაგალითად:
- ადგილობრივ მაღაზიებში დარეკვას მარაგის შესამოწმებლად
- შეტყობინების გაგზავნას, როცა პროდუქტი სასურველ ფასამდე ჩამოვა
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: თუ გსურთ ამ ცვლილების ნაწილი იყოთ, თქვენი მონაცემები უნდა იყოს სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა უბრალოდ გამოგტოვებთ.
შეჯამებისთვის გეტყვით, რომ: ძიების მომავალს ახალი თაობა განსაზღვრავს. თქვენი რეკლამაც მას უნდა მიჰყვეს.