მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა რობოტისთვის ნამდვილი კანი შექმნეს, რომელიც სინათლესა და შეხებაზეა მგრძნობიარე. მეცნიერები აღიარებენ, რომ მათი შთაგონების წყარო ცნობილი ტერმინატორი იყო - რობოტი ადამიანის კანით. მათ თქმით, ფილმში ეს საფარი „ცოცხალს" ჰგავდა და რეგენერაციის უნარი ჰქონდა.

მკვლევრებმა კანი სოკოს სახეობა Ganoderma sessile-ის საფუძველზე შექმნეს, რომელიც უკიდურესად არაპრეტენზიულია ზრდის მიმართ.

ექსპერიმენტის დროს, მკვებავი მასისა და სოკოს ნიმუშების გამოყენების შემდეგ, 7 სმ სიმაღლის მოძრავი ტერმინატორის მოდელი 5 დღეში მთლიანად დაიფარა ბიომასით. საფარი მგრძნობიარეა განათების და შეხების მიმართ. ანუ, მის საფუძველზე შეგიძლიათ შექმნათ ისეთი სენსორული სისტემა, როგორიცაა კანი.

სოკოვანი მასა იცავს ტერმინატორის შიგნით არსებულ ელექტრონულ და ლითონის კომპონენტებს გარე ფაქტორებისგან. სტრუქტურის დაზიანების სწრაფი უნარი აქვს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი საფარი შეიძლება გამოყენებულ იქნას შენობების თერმორეგულაციისთვის, ადამიანის ტანსაცმლის ან კოსმოსური კოსტიუმის შესაქმნელად.