ბოლო დროს Tinder აქტიური მომხმარებლების ნაკლებობას უჩივის, ამ ამბის გამოსწორება კი ხელოვნურ ინტელექტს მიანდო — ახალი AI ფუნქციები დაემატება, რომელიც შესაფერისი პარტნიორის პოვნას გაგიმარტივებთ. AI რეკომენდაციები კი მეტად პერსონალურ შედეგებს მოგაწვდით.
„გვინდა, ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს ეს ფუნქცია… ასევე, გვსურს, უკეთ დაწყვილებაც შესაძლებელი გახდეს, გვინდა ვნახოთ, რომ პროდუქტი ნამდვილად სთავაზობს ადამიანებს გაუმჯობესებულ შედეგებს პარტნიორების ძიებისას, რაც პროდუქტის აღქმაზეც დადებითად აისახება და მომხმარებელთა ზრდაშიც დაგვეხმარება“, — აცხადებს გერი სვიდლერი, Match Group-ის CFO.
Tinder-ის ახალ ფუნქციებს შორის AI Photo Finder-იც შეგხვდებათ, რომელიც პროფილისთვის საუკეთესო ფოტოს არჩევაში დაგეხმარებათ. ამასთან, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, კომპანია გეგმავს, Friends in Common-ის ფუნქცია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს.
როგორც ჩანს, ხელოვნურ ინტელექტზე დიდ იმედებს ამყარებენ, Match Group-ის CEO-სა და თანადამფუძნებლის სპენსერ რასკოფის თქმით, AI-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი კომპანიას ისეთივე ცვლილების შესაძლებლობას მისცემს, როცა ეს თავის დროზე დესკტოპიდან მობილურ ვერსიებზე გადასვლამ გამოიწვია. იმასაც აღნიშნავს, რომ AI ფუნქციებმა დიდი სარგებელი მოუტანა ტიკტოკს, ინსტაგრამსა და Snapchat-ს, ამიტომ ვარაუდობს, რომ იგი Tinder-ის შემთხვევაშიც გაამართლებს…
წყარო: marketer.ge