აღმოსავლეთ შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგში მუნიციპალურ სამსახურ „სტენგაშტადენის“ დაქვემდებარებაში მყოფ ათასობით სახლში ახალ ტექნოლოგიას ტესტავენ. უბნების გათბობის ქსელის მდგრადად გამოყენების მიზნით ტემპერატურას ხელოვნური ინტელექტი ზომავს.
„სტენგაშტადენის“ ოპერატორი მარტინ ეკდალი „შვედეთის რადიოს“ ესაუბრა და განმარტა თუ რატომ და როგორ იყენებს კომპანია ხელოვნურ ინტელექტს.
ამჟამად, ქალაქ ლინჩეპინგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გათბობის მოხმარების შემცირების მიზნით ათასამდე სახლი იტესტება.
- რას აკეთებთ?
- „ჩვენ ვაგროვებთ ტემპერატურის მონაცემებს ბინებში და მათ გარეთ. შემდეგ ამ მონაცემებს ხელოვნურ ინტელექტში ვამუშავებთ, რომელიც გვირჩევს როგორ მოვიქცეთ.“ - ამბობს მარტინ ეკდალი, კომპანია სტენგაშტადენის ოპერატორი.
- მაგრამ, ტექნოლოგია აქამდეც დაგჭირდებოდათ.და ადამიანები რომლებიც დაჯდებოდნენ და ოპტიმიზაციის გზებს გამოიკვლევდნენ.
- რა არის მონაცემთა დახარისხებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დადებითი მხარეები?
- „მიზეზი მონაცემების სიუხვეა.ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ბინას, ყოველ საათში. თვრამეტი ათასი ბინის შემოწმება ერთ ადამიანს არ შეუძლია.ამჟამად ყველაფერ ამას ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს, რადგან უფრო სწრაფად გავიაზროთ როგორ მუშაობს ყოველივე და როგორ შეგვიძლია მისი სამომავლო მართვა.მას მონაცემთა დიდ რაოდენობასთან უწევს მუშაობა და ყოველდღიურად უფრო მეტს სწავლობს.
- და სად ხედავთ უბნის გათბობის ქსელში დაზოგვის პოტენციალს?
- „ყველაზე დიდ პოტენციალს ვხედავთ ამინდის ცვლილების, მოხმარების პიკის და მინიმუმის მხრივ.ასე რომ ვთქვათ, ბინის შიგნით ტემპერატურას ვაბალანსებთ, გარე კლიმატს კი ვუფრთხილდებით.”
- მოსახლეობა თუ შეატყობს შეფერხებებს?
- „მაცხოვრებლებზე ამან არანაირი გავლენა არ უნდა იქონიოს.ყოველდღიურ ტემპერატურას არ ვცვლით, თუმცა, მომავალში ვიმედოვნებთ რომ უფრო დაბალანსებული კლიმატი გვექნება და ისინიც მეტად კომფორტულად იქნებიან."
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი