ევროპაში მეცნიერებმა შექმნეს ახალი ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ღორების ემოციების ამოცნობა მათი ღრუტუნის მიხედვით.
დანიის, ჩეხეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და ნორვეგიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაწერეს ათასობით ღორის ხმა სხვადასხვა სიტუაციებში, როგორიცაა თამაში ან ბრძოლა საკვებისთვის.
შედეგები გაანალიზდა: ცხოველის ხანმოკლე ღრუტუნი ინტერპრეტირდა, როგორც სიხარული, ხოლო შედარებით ხანგრძლივი ღრიალი, როგორც დისკომფორტი. დადგინდა, რომ ცხოველის ისეთი ხმები, როგორიცაა კვნესა, დაკავშირებულია სტრესთან.
სწორედ ეს მონაცემები გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად.
ალგორითმმა ასევე აჩვენა, რომ ღორები, რომლებიც ცხოვრობენ გარეთ ან ორგანულ ფერმებში, ნაკლებად განიცდიან სტრესს, ვიდრე ჩვეულებრივ ფერმებში.
უახლოეს მომავალში მეცნიერები აპირებენ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის მეშვეობითაც ფერმერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ გრძნობენ თავს ღორები. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ცხოველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ცხოველთა კეთილდღეობას.
მკვლევრები ასევე იმედოვნებენ, რომ მათი მეთოდი ხელს შეუწყობს ფერმის ხარისხის შეფასებას მომავალში და დაეხმარება მომხმარებლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.