მუსიკის ლეგენდა კრეიგ დევიდი Just Eat-ის უახლეს კამპანიაში Did Somebody Say გამოჩნდა და მომხმარებლების ადგილობრივი შეკვეთების ჩვევებით უნიკალური პერსპექტივა გაგვაცნო. კოტეჯებით დაწყებული, ქალაქის ელეგანტური ბინებით გაგრძელებული და გარეუბნის დასახლებებით დამთავრებული, ყველგან მიდის და გვეუბნება, რომ ყველა მეზობელს თავისი გემოვნება აქვს. სწორედ ამის დასამტკიცებლად სტუმრობს უნიკალური საჭიროებების მქონე ოჯახებს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ კრეიგი როგორღაც თეფშის ორნამენტი გახდება და აბაზანაშიც ჩამოგიჯდებათ…
„დიდი პატივია Just Eat-თან გაერთიანება და ლეგენდარული სიმღერისთვის ახალი ელფერის შეძენა. ყოველთვის საზოგადოებებს ვუჭერდი მხარს და სიმღერის ტექსტიც იმ ყოველდღიური მომენტების გულში აღწევს, რომლებიც ყველას გვაკავშირებს. დიდი ბედნიერებაა ლეგენდარული არტისტების ნაბიჯების გაგრძელება, რომლებიც Just Eat-ის Did Somebody Say-ის მემკვიდრეობის ნაწილი იყვნენ“, — ამბობს კრეიგი.
არტისტებში სნუპ დოგს, კეტი პერის, კრისტინა აგილერასა და ლატოს მოიაზრებს, რომლებმაც მანამდე Just Eat-ისთვის Did Somebody Say თავიანთ სტილში შეასრულეს… და თუ როგორ შეძლო მათი „მემკვიდრეობის“ გაგრძელება კრეიგმა, ეს თავად შეაფასეთ:
კამპანიაზე McCann London-მა იმუშავა.
წყარო: marketer.ge