ამერიკელი ფინანსისტის, ბიზნეს-ანალიტიკოსის და კომპანია ”ამაზონის” დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა ორბიტალური რაკეტა „ნიუ გლენი“ პირველად გაუშვა, - იუწყება BBC.

98 მეტრიანმა რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხის კოსმოსური ძალების სადგურიდან (ფლორიდა) აიღო. დაახლოებით 12 წუთის შემდეგ რაკეტამ ორბიტას მიაღწია და საცდელი ფრენის მიზანი შეასრულა. 20 წუთის შემდეგ კომპანია Blue Origin-მა განაცხადა, რომ ვერ შეძლო რაკეტა ატლანტის ოკეანეში არსებულ პლატფორმაზე დაესვა.

ცნობისთვის, მანამდე რაკეტა „ნიუ გლენის“ საცდელი გაშვება სამჯერ გადაიდო. გამოცემის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი მიზნად ისახავს კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის SpaceX-ს, რომელიც კოსმოსში კომერციული ფრენების ბაზარზე დომინირებს. ორივე კომპანია ცდილობს გაუშვას კოსმოსში რაც შეიძლება მეტი სატელიტი, ჩაუშვას კერძო კოსმოსური სადგურები და დაიწყოს რეგულარული ფრენები მთვარეზე.

წყარო: იმედინიუსი