ილონ მასკის გახმაურებულმა ინიციატივამ, შესაძლოა Dell Technologies (DELL)-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდოს. როგორც ცნობილია, Dell Technologies (DELL) ელონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ კომპანიას სუპერკომპიუტერის აშენებაში დაეხმარება. ფაქტი კი, თავის მხრივ, ინვესტორებს სტიმულს აძლევს.ანალიტიკოსების აზრით, Dell Technologies (DELL) AI სერვერის ინფრასტრუქტურის წამყვან პროვაიდერად ყალიბდება. 

ილონ მასკმა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, AI-ზე ორიენტირებული კომპანია, სახელად xAI დააარსა. xAI ამჟამად Grok-ს, იგივე AI ჩეთბოტს ავითარებს, რომელიც OpenAI-ის ChatGPT-ს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

Dell Technologies (DELL)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა აღნიშნა, რომ საქმეში Nvidia-სთან ერთად ჩაერთო და ორივე ერთად, ილონ მასკის ინიციატივის მხარდაჭერას ემსახურებიან.მასკმაც მაშინვე დაადასტურა, რომ AI-სუპერკომპიუტერის ნაწილზე ნამდვილად Dell Technologies (DELL) იზრუნებს.ექსპერტები ფიქრობენ, რომ Dell Technologies (DELL)-ის მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების განვითარებაზე გადასვლამ შესაძლოა 2024 წელს მისი შთამბეჭდავი პერსპექტივა დასახოს, რაც მას პოტენციურად მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

ანალიტიკოსების აზრით, მასკსა და xAI-თან საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, აამაღლებს Dell Technologies (DELL)-ის რეპუტაციას და იმ ინვესტორებს მოიზიდავს, რომლების ჯერაც მხოლოდ განიხილავდნენ კომპანიაში დაბანდებას.

წყარო:businessinsider.ge