13 ოქტომბერს ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის SpaceX-მა რაკეტა Starship-ის, ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა.
ამ ფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება. რაკეტის ბუსტერი დაახლოებით 20 სართულიანი შენობის სიმაღლეა, რაც მის დაჭერას უფრო მეტად ართულებდა. აფრენის შემდეგ, ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა და სპეციალურ "მკლავებზე", რომლებიც გამშვები კოშკურის ნაწილს შეადგენს, წარმატებით დაეშვა.
Starship-ის რაკეტა ბუსტერისგან განცალკევების შემდეგ კოსმოსში წარმატებით გაფრინდა. SpaceX-ის თქმით, მეხუთე სატესტო ფრენის მიზანი დედამიწის ნახევრის შემოვლა, ატმოსფეროში დაბრუნება და შემდეგ ინდოეთის ოკეანეში დაშვება იყო.
Starship-ის მეხუთე გაფრენისაა ბორტზე ეკიპაჟი არ იმყოფებოდა.
კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, სანამ ეკიპაჟიანი პირველი გაფრენა დაიგეგმება, SpaceX Starship-ის კიდევ ასობით მისიის შესრულებას აპირებს.
SpaceX-მა Starship-ის სრული რაკეტული სისტემა ჯამში ოთხჯერ გასული წლის აპრილსა და ნოემბერში, ასევე, ამ წლის მარტსა და ივნისში გამოცადა.
წყარო: ტაბულა