Google ხელოვნური ინტელექტის ახალ ტექნოლოგიას ცდის, რომელსაც Genesis-ი ჰქვია და რომელსაც ახალი ამბების გენერირება შეუძლია. ამის შესახებ The New York Times იტყობინება.
Genesis-ს შეუძლია შექმნას მიღებული მონაცემების ასლები, იქნება ეს მიმდინარე მოვლენები თუ სხვა სახის ინფორმაცია. როგორც ჩანს, Google ფიქრობს, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოიყენონ ის, როგორც ერთგვარი დამხმარე საშუალება სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად. კომპანია ხედავს მას, როგორც პასუხისმგებელ ტექნოლოგიას, რომელიც დაეხმარება გამომცემლობის ინდუსტრიას აარიდოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პრობლემები.
თუმცა, ზოგიერთმა აღმასრულებელმა, ვინც Google-ის პრეზენტაცია ნახა, ახალ ხელოვნურ ინტელექტს შემაშფოთებელი უწოდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი ჯეფ ჯარვისი აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა უნდა გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი თუ ტექნოლოგიას შეუძლია საიმედოდ და სანდოდ გადმოსცეს ინფორმაცია.