საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, 20-21 სექტემბერს ჰაკათონი Climate Hack გაიმართება – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ჰაკათონის  მიზანია საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. Climate Hack 2025- ში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ გარემოს დაცვის დარგის სპეციალისტებს, ინოვაციურ მეწარმეებს, სტარტაპებს და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.

ჰაკათონის ფორმატი რამდენიმე ფაზად იყოფა და მოიცავს ონლაინ ტრენინგს, მონაწილეებისთვის დავალებების ონლაინ რეჟიმში მიცემას, თეორიულ ნაწილს მსოფლიოში არსებულ ინოვაციებზე გარემოს დაცვის სექტორში, მენტორინგ სესიებს, პროტოტიპირების პროცესს, Pitch Deck-ის მომზადებასა და დემო დღეს.

ჰაკათონი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა გრანტი:

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო- 10,000 ლარი
  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია- 6,000 ლარი
  • Shine Energy- 5,000 ლარი.

სარეგისტრაციო ბმული: https://survey.zohopublic.com/zs/uxB1l7

პარტნიორი ორგანიზაციები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, Shine Energy, LuxonPower, Biodiesel Georgia.

პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.