Facebook შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

Downdector-ის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 42% ამბობს, რომ საიტზე შესვლის პრობლემა აქვთ, 42%-ი ამბობს, რომ აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, 16%-ს კი Facebook-ზე შესვლა უჭირს. ამ დრომდე პრობლემაა სოციალურ ქსელში ბმულების გაზიარებაც.