თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ევროპული საავიაციო ჯგუფების წარმომადგენლებმა საწყის შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მათი სატელიტების მწარმოებელი მიმართულებების გაერთიანებას ითვალისწინებს.

მთავარი მიზანი ილონ მასკის სატელიტური კომპანიის, Starlink-ისათვის კონკურენციის გაწევაა.

სამი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, შერწყმა ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს სტრატეგიული მნიშვნელობის კოსმოსში ევროპის ავტონომიის შენარჩუნებაში დაეხმარება.

საუბარია Airbus-ი, Thales-ი და Leonardo-ს გაერთიანებაზე. ახალი ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით 25,000 ადამიანს დაასაქმებს და $7.58 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს.

სააქციო წილები შემდეგი პროპორციით განაწილდება: 35% – Airbus-ი; 32.5% – Thales-ი და 32.5% – Leonardo.

მმართველობითი სტრუქტურა დაბალანსებული იქნება.

ევროპული სატელიტური ბიზნესებისკომპანიები საერთო საქმეს 2027 წლიდან დაიწყებენ, თუმცა მანამდე მათ ევროპული მარეგულირებელმა ორგანოების თანხმობა დასჭირდებათ.

კომპანიებმა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყეს.