ევროკავშირმა Meta Platforms-ი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის €798 მილიონით ($840 მილიონი) დააჯარიმა. ამერიკული კომპანია ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.
ევროკომისია Meta-ს ონლაინგადახდების სერვისს, Facebook Marketplace-ს, არასამართლიანი კონკურენციის შექმნას ედავება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო Facebook Marketplace-ს, „სხვა ონლაინ კლასიფიცირებული რეკლამის სერვისის პროვაიდერებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პირობების შექმნაში“ ადანაშაულებს.
Meta ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, იმუშავებს დაუყოვნებლივ და კონსტრუქციულად იმისათვის, რომ წამოჭრილ საკითხებზე გამოსავალი მოიძებნოს.
ევროკავშირმა Facebook-ის მიერ შესაძლო ანტიკონკურენტულ ქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალური სამართალწარმოება 2021 წლის ივნისში დაიწყო. 2022 წლის დეკემბერში ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ Meta, თავის დომინანტურ სოციალურ ქსელ Facebook-ს, ონლაინ კლასიფიცირებულ სარეკლამო სერვისებთან აკავშირებს.
რაც შეეხება Marketplace-ს, სერვისი Facebook-მა 2016 წელს გაუშვა და ერთი წლის შემდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაფართოვდა. Meta-ს განცხადებით, ევროკომისია ამტკიცებს, რომ Facebook Marketplace-ს ევროკავშირში მოქმედი ონლაინბაზრების ზრდის შეფერხების პოტენციალი აქვს, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომ Meta კონკურენტებს ზიანს აყენებს, არ გააჩნია.
ცნობისთვის, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის კომპანიებს მათი გლობალური ბრუნვის 10%-ზე ოდენობით დაჯარიმება ემუქრებათ.
წყარო: forbs.ge