ევროკავშირი ნახევარგამტარების წარმოების გასაზრდელად 43 მლრდ ევროს გამოყოფას დათანხმდა. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ვაჭრობისა და მომსახურების საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.

„ევროპის ხედვაა, რომ 2030 წლისთვის გავაორმაგოთ ჩვენი წილი გლობალურ ბაზარზე 20%-მდე გაორმაგება და ვაწარმოოთ ევროპაში ყველაზე დახვეწილი და ენერგოეფექტური ნახევარგამტარები,“ - განაცხადა ბრეტონმა.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი ბიუჯეტი იყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისიის თავდაპირველ გეგმას 400 მლნ ევრო მოაკლეს.