ევროპაში საცხოვრებლად წასულმა რუსმა პროგრამისტმა, ხუმრობით შექმნა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ერთმანეთი დაესმინათ და დაებეზღებინათ. თუმცა როგორც აღმოჩნდა ყოველი მეხუთე ე.წ „დანოსი“ რეალური იყო.  ამის შესახებ ბიბისის რუსული რედაქცია წერს.  როგორც გამოცემასთან აპლიკაციის შემქნელი აცხადებს, ე.წ „დანოსები“ ბაზის იქით არ მიდის და აპლიკაციაშივე რჩება.

აპლიკაცია Google play-ზე 2023 წლის იანვარში გამოჩნდა. გაშვებიდან ნახევარ წელში ის უკვე 10 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩამოწერილი და დაწერილია 5000-ზე მეტი დასაბეზღებელი წერილი, რომელთა 20% „დამნაშავეთა“ ქმედებების აღწერას და პირად მონაცემებს შეიცავს. როგორც გამოცემა წერს ამ წერილების უმრავლესობაზე დაყრდნობით შესაძლებელიც კია, რომ საქმე აღიძრას ფეიკებისა და რუსული არმის დისკრედიტაციის მუხლით.

„დანოსების“ მაგალითები:

„ის უყვიროდა თავის შვილს, რომ ეს ბებერი ... ჰააგაში მიგვათრევს“

„გთხოვთ გააგზავნეთ ალექსეი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მან იგნორირება გაუკეთა გაწვევის ორ საბუთს. გირჩევთ სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით ელექტრონული გაწვევის საბუთი გამოუგზავნოთ. ამ ადამიანს სამხედრო გამოცდილება აქვს ჩეჩნეთში.“

„ასეთი ახალგაზრდაა და უკვე პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგი. ყველა რუს მოუწოდებს იარაღის დაყრისა და უკრაინაში ტყვედ ჩაბარებისკენ. თქვენ სად იყურებით? ასეთი ნაბიჭვრები რატომ დადიან ჩვენს მიწაზე, გააგზავნეთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. იქ ასწავლონ სამშობლოს სიყვარული“