ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს ბავშვთა პორნოგრაფიული კონტენტის (CSAM) წინააღმდეგ მიმართულ ევროპული რეგულაციის პროექტზე კენჭისყრა, რომელიც 14 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა ჩატარებულიყო.
ამ პროექტმა, რომელსაც კრიტიკოსებმა „ჩატ-კონტროლი“ უწოდეს და ბავშვთა პორნოგრაფიის ინტერნეტით გავრცელებასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, მწვავე დებატები გამოიწვია დოკუმენტის მხარდამჭერებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის, რადგან ეს უკანასკნელნი პროექტს პირადი ცხოვრების ხელყოფად და „მასობრივი თვალთვალის“ რისკად მიიჩნევენ.
„ჩატ-კონტროლი“: ნამდვილად დაასკანერებს თუ არა ევროკავშირი თქვენს ყველა შეტყობინებას? (ფრანგულ ენაზე)
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დანიის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე კენჭისყრის გადადება იმითაა განპირობებული, რომ მან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
მოლაპარაკებების წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად გერმანიის პოზიცია მიიჩნევა. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) განცხადებით, გერმანია მხარს არ დაუჭერდა საკამათო პროექტს, თუ მას კენჭისყრაზე გაიტანდნენ.
წყარო: 1 არხი