Climate Policy Initiative-სა და BNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025-2026 წლებში ბატარეების წარმოებაში ჩადებული ინვესტიციის მიხედვით, ჩინეთი ლიდერობს.
კერძოდ, პროგნოზების თანახმად, 2025-2026 წლებში ბატარეების წარმოებაში გლობალური ინვესტიციების 71% ჩინეთზე მოდის, რაც აშშ-ის მაჩვენებელს შვიდჯერ აღემატება.
მოსალოდნელია, რომ ევროპის წილი მთლიან ინვესტიციებში 11% იქნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ჩინური დაბალფასიანი პროდუქციის მხრიდან მძაფრ კონკურენციასთან გამკლავება უწევთ.
| ქვეყანა/რეგიონი | ინვესტიციის წილი 2025/2026 წელს | ინვესტიცია მლრდ აშშ დოლარი |
|---|---|---|
| ჩინეთი | 71% | $130.6 |
| ევროპა | 11% | $20.2 |
| აშშ | 10% | $18.4 |
| დანარჩენი მსოფლიო | 6% | $11.0 |
| სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია | 1% | $1.8 |
| ინდოეთი | 0.9% | $1.7 |