BARK-მა მისიად ძაღლების გაბედნიერება დაისახა, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სადღესასწაულო კამპანიისთვის ადამიანები უკან მოიტოვა და სადავეები ხელთ თავად ამ ძაღლებს მისცა. შედეგად, Merry Chaos მივიღეთ — როგორც ამბობენ, პირველი რეკლამა ისტორიაში, რომლის რეჟისორიც სრულად ძაღლი გახლავთ.

თუ აქამდე BARK ძაღლებზე ყვებოდა ისტორიებს, ახლა ჩათვალა, რომ დრო იყო, ოთხფეხა მეგობრებს თავადვე ესაუბრათ. ექსპერიმენტის წაყვანა კი მიას დაავალეს, პიტბულისა და ავსტრალიური ნაგაზია ნაჯვარს, რომლის რეჟისორულმა ხედვამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა რეალობაც ესაა:

კამპანიაზე Tombras-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

marketer.ge