იანვარში, ჩინეთმა ტექნოლოგიური მიღწევების გამოფენა გამართა, სადაც თავი წარმოუდგენელი რაოდენობის მაყურებელმა მოიყარა. სტუმრები თვალს ადევნებდნენ წითელ ხალიჩაზე მოცეკვავე ჰუმანოიდ რობოტებს.

ყოველწლიურმა ღონისძიებამ მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რობოტების განვითარების დონემ, მილიარდზე მეტ ადამიანს აჩვენა, თუ რამდენად შორს წავიდნენ ჩინეთის ჰუმანოიდური რობოტები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ჰუმანოიდი რობოტია მასობრივ წარმოებაში, სფეროში კონკურენცია იმატებს.

სფეროში ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია ილონ მასკის ტესლას ჰუმანოიდი.

ტექნოლოგიურმა მომავალმა აშშ-ში და ჩინეთში აიძულა დიდი ფსონი ჰუმანოიდ რობოტებზე დადონ.

Microsoft-ის, Nvidia-ს და Amazon-ის დამფუძნებელმა ინვესტიცია განახორციელეს ამერიკულ ჰუმანოიდების მწარმოებელ Figure AI-ში. იმავდროულად, Bloomberg-ის მიხედვით, ჰუმანოიდებში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას Meta-ც გეგმავს.

მასკმა კი იწინასწარმეტყველა, რომ რობოტების განვითარებით შეეძლო 10 ტრილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება. 2022 წელს, მისმა ჰუმანოიდმა Optimus-მა მსოფლიო ინტერესი გამოიწვია.

ჰონკონგის უნივერსიტეტის რობოტიკისა და ავტომატიზაციის განყოფილების პროფესორის, Xi Ning-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდ რობოტებს საზოგადოებების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის დაკავებისთვის შეიძლება კიდევ 5-10 წელი დასჭირდეს, მათ აქვთ პოტენციალი, რომ გახდნენ ძირითადი სამომხმარებლო ელექტრონიკა.

„ისინი ყველას დასჭირდება, ისევე როგორც მანქანები, მობილური ტელეფონები და ა.შ. ბაზრის პოტენციალი უზარმაზარია,“- განუცხადა მან CNN-ს.

გასულ წელს Goldman Sachs-მა იწინასწარმეტყველა, რომ ჰუმანოიდი რობოტების გლობალური ბაზარი 2035 წლისთვის 38 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მათი შეფასებით, შემდეგი 5 წლის განმავლობაში, სამრეწველო გამოყენებისთვის 250,000 ჰუმანოიდი იწარმოება.

პეკინს, სურს რომ ამ სფეროშიც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც ელექტრომობილების (EV) წარმოებაში გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიები რბოლაში უფრო გვიან შევიდნენ, ვიდრე ამერიკელი კონკურენტები, მათ შორის Tesla, Boston Dynamics და Figure AI, ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი სწრაფად ამცირებენ უფსკრულს. მიწოდების ჯაჭვების გამარტივების და ხარჯების შემცირების საოცარი უნარით, ჩინური კომპანიები ასევე აჩქარებენ ჰუმანოიდების მასობრივ წარმოებას.

“გასწრობანას თამაში“

2023 წლის დოკუმენტში ჩინეთის “მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ“ ჰუმანოიდური რობოტების ინდუსტრია შეაფასა, როგორც „ახალი საზღვარი ტექნოლოგიურ კონკურენციაში“. ქვეყანას მიზნად აქვს დასახული 2025 წლისთვის მიაღწიოს მასობრივ წარმოებას და შექმნას მიწოდების საიმედო ჯაჭვები მთელს მსოფლიოში.

ამისათვის ჩინეთმა დაგეგმა, რომ შექმნას საინვესტიციო ფონდები, რობოტექნიკის განვითარებისთვის, სადაც სულ მცირე 73 მილიარდი იუანი (10 მილიარდი აშშ დოლარი) იქნება აკუმულირებული.

სფეროში პოზიციის დაკავებას კომპანია Unitree-ს გარდა, შენჟენში დაფუძნებული UBTech, პეკინში დაფუძნებული Robotera, შანხაიში დაფუძნებული Fourier Intelligence და ელექტრომობილების მწარმოებელს XPeng გეგმავს.

წყარო: cnn.com    bpn.ge