აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ა.წ ნოემბრიდან, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს, - წერს საერთაშორისო ეკონომიკური მიმომხილველი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის პოსტზე დაყრდნობით.
ტრამპის სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ აშშ ასევე დააწესებს ექსპორტზე კონტროლს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ.
ცნობისთვის პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტი მკვეთრად გამოეხმაურა პეკინის გადაწყვეტილებას იშვიათი ლითონების ექსპორტის რეგულაციების გამკაცრების შესახებ და ჩინეთი „მტრულ დამოკიდებულებასა“ და „მსოფლიოს მძევლად აყვანის“ მცდელობაში დაადანაშაულა.