მომავლის კოსმოსურ თვითმფრინავს დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის სულ რაღაც 95 წუთი დასჭირდება - Radian Aerospace-ის მიერ შექმნილი რეაქტიული ტიპის თვითმფრინავი 18000 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობს - მას Radian One ჰქვია და დედამიწის დაბალ ორბიტაზე სამოგზაუროდაა შექმნილი.
- მისი საშუალებით ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისა და 2500-კილოგრამიანი ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.
"გვჯერა, რომ კოსმოსში გასვლის საყოველთაო შესაძლებლობა ადამიანის მოდგმას უსასრულო შესაძლებლობებს უქადის“, – განაცხადა Radian-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ჰამფრიმ.
"გვსურს, რომ დროთა განმავლობაში, კოსმოსში მოგზაურობა ისეთივე მარტივი და მოსახერხებელი გახდეს, როგორც ეს თვითმფრინავითაა შესაძლებელი“.
Radian-ის თვითმფრინავი სარაკეტო ციგის მსგავს კონსტრუქციაზე, ჰორიზონტალურად განთავსდება - სარაკეტო ციგა აჩქარდება და სასურველი სიჩქარის მიღწევის შემდეგ დედამიწის ქვედა ორბიტისაკენ გაემგზავრება. ამგვარი მეთოდით, კომპანია თვითმფრინავში არსებული საწვავის დაზოგვას გეგმავს.
Radian იმედოვნებს, რომ მისი კოსმოსური თვითმფრინავი შეძლებს მგზავრებისა და აღჭურვილობის მიწოდებას როგორც საჯარო, ისე კერძო კოსმოსურ სადგურებზე. თვითმფრინავი მხოლოდ კომერციული მიზნისთვის არ გამოიყენება და 100-მდე მისიას შეასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება Radian One ხელმისაწვდომი კოსმოსში კომერციული მოგზაურობისთვის. თვითმფრინავის დიზაინი 2024 წლის აპრილში გამოვლინდა. კომპანია ახლა მისი PFV01 პროტოტიპის ადრეულ ტესტირებას იწყებს.