ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბევრი იმ იდეასაც იზიარებს, რომ ადამიანური და ტექნოლოგიური უნარების შერწყმით რაღაც საოცრების მოხდენა შეიძლება. ერთ-ერთ მათგანს კი ახლა ფოტოზე უყურებთ. ENESS მულტიდისციპლინური გუნდია, რომელიც ვირტუალური და ფიზიკური სამყაროების გადაკვეთას სახალისო საჯარო ინსტალაციით ცდილობს — Whispering Mountains ხელოვნური ინტელექტით სავსე მთების მსგავსი ქმნილებაა, რომელიც ახალი ზელანდიის თოვლით დაფარული მთის პეიზაჟის ძირში გვხვდება.
ეს მიმზიდველი, მანათობელი გიგანტები „უძველესი ორაკულებივით“ მოქმედებენ. მაშინ იღვიძებენ, როცა ადამიანები გაივლიან, რათა საკუთარი ისტორიები მოყვნენ და ერთმანეთს სიბრძნე გაუზიარონ. გასაბერი ქანდაკებები LED თვალებით არის წარმოდგენილი, რომლებიც AI-ის მიერ შექმნილ ხმოვან შეტყობინებებს აზიარებენ, ნაფიქრი იდეებისა და ფილოსოფიური კითხვების შერწყმას გვთავაზობენ. ერთობლიბად კი თითქოს გვიბიძგებს, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გარდაქმნას AI-მ ჩვენი მომავალი…