ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მართვის ცენტრის სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15  ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წამლობითი ღონისძიებები ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში  ასევე ინტენსიურად ახორციელებენ  წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.