ავიაკომპანია Wizz Air-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც მილანი-ქუთაისის რეისს ასრულებდა, ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაეშვა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმი განაგრძობს მუშაობას და რეისებს განრიგის მიხედვით იღებს. ხოლო რაც შეეხება მილანი-ქუთაისის რეისს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაჯდა, გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ცვალებადი მიმართულების ქარის გამო აღნიშნული გადაწყვეტილება თავად პილოტმა მიიღო.

რაც შეხება ჰამბურგი-ქუთაისის რეისს, რომელიც განრიგით ქუთაისი-მილანის რეისის შემდეგ უნდა დაშვებულიყო, 15 წუთიანი ინტერვალით დაეშვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.