ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ რეიტინგის მიხედვით, ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სახურავზე განთავსებული ბაღი ევროპის დიდ ქალაქებში არსებულ საუკეთესო „ფარულ“ ბაღებს შორის დასახელდა.

მდინარე ვისლასთან ახლოს, პოლონეთის დედაქალაქის პოვიშლეს რაიონში მდებარე ეს ადგილი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სახურავის ბაღად მიიჩნიეს, რომელსაც ჰექტარზე მეტ ფართობი უჭირავს.

„მცირედ დაქანებული ფერდობი ქვედა ბაღთან მიგვიყვანს, სადაც იხვების ტბორი და გრანიტის ქანდაკებების მწკრივია მოწყობილი“, - წერს გაზეთი. მისივე აღწერის მიხედვით, ზედა ბაღი ოქროსფერ, ვერცხლისფერ, წითელ და მწვანე სექციებად არის დაყოფილი.

ტერიტორიები ერთმანეთთან ბილიკებით, ხიდებითა და პერგოლებით არიან დაკავშირებულნი, ხოლო ზედა და ქვედა ნაწილებს კასკადური წყლის კონსტრუქცია აერთიანებს.

„გარდიანის“ სიაში ასევე მოხვდა სხვა მწვანე სივრცეები: ელ კაპრიჩოს პარკი მადრიდში, ხახვისებრ მცენარეთა ბაღი ლონდონში, ანა ფრანკის ბაღი პარიზში, ბრერას ბოტანიკური ბაღი მილანში, კაროლი-კერტის ბაღი ბუდაპეშტში და დიომედეს ბოტანიკური ბაღი ათენში.

გაზეთი ყველა ამ ადგილს აღწერს, როგორც „თვალთახედვიდან დამალულ თავშესაფრებს, რომლებიც საუკეთესო ადგილებია ზაფხულის სიცხისა და ტურისტების ბრბოსგან თავის დასაღწევად“.

1tv.ge