ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე წლიურად თითქმის 20%-ით შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში jobs.ge-ზე 5 589 ვაკანსია გამოქვეყნდა. 

ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 8.8%-ით, ხოლო 2024 წლის თებერვალთან შედარებით 19.8%-ით შემცირდა.

2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, გამოქვეყნდა 16 683 ვაკანსია, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 3,547 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, წლიურად 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

„2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 2,621 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით ნაკლებია.

2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 693 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.0%-ით ნაკლებია”, - ნათქვამია კვლევაში.